spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი მოკლა, გარდაიცვლა

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე მოკლა, გარდაიცვლა. ინფორმაციას დამწვრობის ცენტრში ადასტურებენ. 

 

მკვლელობაში ბრალდებულს 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

 

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მდგომარეობა იყო მძიმე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა.

 

მკვლელობა თერჯოლაში 24 ნოემბერს მოხდა. მამაკაცი მაღაზია “მაგნიტში” შეიჭრა, სადაც მისი ყოფილი ცოლი მუშაობდა, ქალს ბენზინი შეასხა და დაწვა. დაზიანებები მიიღო თავადაც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები