ხმაური იყო ბათუმში, სადაც ბათუმის შემოვლითი გზის გაყვანასთან დაკავშირებით, მურად ჯაყელის ოჯახი გამოასახლეს. ადვოკატის განცხადებით, გამოსახლება უკანონო იყო, რადგან ქონება სასამართლოს დაყადაღებული აქვს და დავა სასამართლოში ისევ გრძელდება.
გამოსახლების დროს მურად ჯაყელმა თავის დაწვა სცადა და მუცლის არეში დანით ჭრილობა მიიყენა.
ადგილობრივი მედიის “TV 25”-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის ჯერ თავზე გაურკვეველ ნივთიერებას ისხამს, შემდეგ კი მუცელში დანას ირტყამს.
მამაკაცი ადგილობრივებმა შეაჩერეს. ამ დროისთვის დაზარალებული კლინიკაში იმყოფება.