თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს, – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის” ავრცელებს.
“დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა.
გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FPHR.HumanRights%2Fposts%2Fpfbid02N59ZsgSpYrLTUWSwnAjKNBFnSMue2o5VF7kWE4wD8CCo6Adjkbi7C3uT5XJ61DEBl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”335″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>