“ჩვენ განვახორციელებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აკადემიის ყველა კურსდამთავრებული იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის” – ეს განცხადება აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ გააკეთა.
“დემოკრატიული, ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უზრუნველყოფა ეროვნული ფასეულობების, ღირებულებების, ლიდერების დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევების, საუკეთესო სამხედრო და აკადემიური განათლების მქონე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოფიცერთა შემადგენლობით.
აკადემიისათვის უმნიშვნელოვანესია ღირსეული მომავალი სამხედრო ლიდერების მომზადება, აკადემიის ყველა კურსდამთავრებულს უნდა გააჩნდეს ლიდერისათვის დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევები და სამხედრო მომზადების ისეთი დონე, რომელიც განაპირობებს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მათ კონკურენტუნარიანობას.
ჩვენ განვახორციელებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა აკადემიის ყველა კურსდამთავრებული იყოს საუკეთესო საუკეთესოთა შორის”, – განაცხადა მამია ბალახაძემ.