spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა გამყრელიძე – მესამე პრეზიდენტის განცხადება ხელისუფლებას ნამდვილად აგდებს უხერხულ მდგომარეობაში

ოპოზიციის შიში, რომ “მიშა რეფერენდუმს გვართმევს” გადაჭარბებულია, ხელისუფლებას კი მესამე პრეზიდენტის განცხადება ნამდვილად აგდებს უხერხულ მდგომარეობაში,  – ამის შესახებ Front News-ს “ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა მამუკა გამყრელიძემ განუცხადა. 

 

მისივე თქმით, სააკაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკური ცუნცვაგის წინაშე აყენებს, როდესაც ნებისმიერი სვლა წამგებიანია. 

 

“გადაჭარბებულია ოპოზიციის ერთი ნაწილის რეაქცია მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიმართ, ეს შიში რომ  – მიშა რეფერენდუმს გვართმევს, გადაჭარბებულია. ახლა ეს ისეთი არჩევნებია, რომ ყველა გადის თავისი ძალებით. თუ ოპოზიცია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ამით უკეთ მოახერხებს თავისი ამომრჩევლის მობილიზებას, გამოდის, ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებას” მეტი ამომრჩეველი ყავს, ვიდრე ოპოზიციას. თუ ასე ფიქრობენ, მაშინ ჯობია რომ ხმა არ ამოიღონ საერთოდ. 

 

რაც შეეხება ხელისუფლებას, ის შეიძლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ  მიხეილ სააკაშვილი მართლაც გადაწყვეტს ჩასმოსვლას. “ქართული ოცნება” აღმოჩნდება პოლიტიკური ცუგცვანგის წინაშე, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი სვლა წამგებიანია. დააკავებს, ეს მოახდენს ხალხში დაპირისპირების ზრდას, არ დააკავებს და ეს მისი ამომრჩევლისთვის გაუგებარი იქნება. არის კიდევ მესამე გზა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, საერთოდ არ შემოუშვას.  შეუძლიათ, მიზეზიც არ უთხრან”, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ. 

 

საქართველოს მესამე პრეზიდეტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ არჩევნების დროს საქართველოში ჩამოვა. ხელისუფლების განცხადებით, მას ელოდება მართლმსაჯულება, ოპოზიციის ნაწილი ექსპრეზიდენტის განცხადებას უარყოფითად აფასებს და აღნიშნავს, რომ  ეს “ქართული ოცნების” ამომრჩევლის მობილიზებას გამოიწვევს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები