spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა გამყრელიძე – თუ განსაკუთებული პატიმარია სააკაშვილი, მაშინ განსაკუთრებულ მიდგომას რატომ არ საჭიროებს?

თუ განსაკუთებული პატიმარია სააკაშვილი, მაშინ განსაკუთრებულ მიდგომას რატომ არ საჭიროებს? – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ Front News-ს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ იმ კლინიკაში, სადაც ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს. 

 

“ისეთი აბდაუბდა ტექსტით გამოვიდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიფინგზე, რომ ვერ გავიგეთ, რისი თქმა უნდოდა, საერთოდ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საერთოდ სხვა რამის თქმა უნდოდა.  თუ განსაკუთებული პატიმარია სააკაშვილი, მაშინ განსაკუთრებულ მიდგომას რატომ არ საჭიროებს?  არ არის ლაპარაკი იმაზე, ვინ არის სააკაშვილი, ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანი, უცხო ქვეყნის მოქალაქე შიმშილობს. არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ, არამარტო საქართველოში, ის არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე. რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტია იყო, ერთი  მოვკალით, ახლა მეორეც უნდა მოვკლათ?! არასწორი იქნება. რა თქმა უნდა,  უნდა გაითვალისწინონ ექიმების რჩევა და გადაიყვანონ იმ კლინიკაში, სადაც ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს”, – განაცხადა გამყრელიძემ. 

 

მისი თქმით, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და ხელისუფლებამ საქმე აქამდე არ უნდა მიიყვანოს. 

 

“თუ ხელისუფლებას უნდა მივიდეს სამოალაქო დაპირისპირებამდე, ეს ძალიან სამწუხარო იქნება, სრულიად შესაძლებელია, ეს მოხდეს.  მოსახლეობა გაყოფილია მართლაც ორ თითქმის თანაბარ ნაწილად. ქართველები ემოციური ხალხია და პატარა ნაპერწკალიც ყოფნის ხოლმე. მე არ ვარ მოსურნე, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, ვაიდა, მოხდეს. გასაგებია, რომ ხელისუფლებას ძალა ერჩის და რა თქმა უნდა,  ამ ხალხს დაჩაგრავენ, მაგრამ ამით სარგებლობა,  უბრალოდ,  უზნეობაა” , – განაცხადა გამყრელიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები