საუბარი ეხებოდა, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ დამაჯერებლად დამარცხებას, „ქართული ოცნება“ უკვე ემზადება ხელისუფლების გადასაბარებლად, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“შეხვედრა იყო დამოუკიდებლად და ესწრებოდა „ძლიერი საქართველოს“ კოალიცია, ეს იყო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. საუბარი ეხებოდა, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ დამაჯერებლად დამარცხებას, „ქართული ოცნება“ უკვე ემზადება ხელისუფლების გადასაბარებლად, ამიტომ, პირველი, რაზეც იყო საუბარი, რომ ეს ყველაფერი, როგორ უნდა გადაფორმდეს მშვიდობიანად და როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ ის კურსი, რომელიც ქართველ ხალხს აქვს არჩეული. ეს არის ევროპისკენ კურსი და ყველა იმ რეფორმების სწრაფი გატარება, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება.
ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ ქარტიაზე, აქვე მინდა გითხრათ, რომ „ძლიერი საქართველო“ რჩება ქარტიის მხარდამჭერი და ეს იყო ძირითადი სასაუბრო თემა. ქართული ძლიერი საქართველოს პოზიცია არის ძალიან კონკრეტული, ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა უნდა იქნეს განხილული არჩევნების შემდეგ. არანაირ კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა, ჩვენ ყველაზე მთავარ ფოკუსს ვაკეთებთ იმაზე, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.