spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს ჩვენსა და გახარიას შორის

ხშირად მესმის, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენსა და გახარიას შორის. არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს, ეს არის ტყუილი, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

“მამუკა ხაზარაძეს არანაირი პიროვნული ამბავი არ გააჩნია რომელიმე ადამიანთან საერთოდ ცხოვრებაში, იმიტომ, რომ მე ვარ ქრისტიანი, მე ვარ ადამიანი, რომელსაც შემიძლია ვაპატიო ადამიანებს. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ პიროვნულ ამბებზე, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ სახელმწიფო საკითხებზე. ეს არის დაახლოებით 4 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის მერე, მე მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერს, მათ შორის ბატონ გახარიას და არა ისე, კულუარულად რომ მიდის საუბარი, თითქოს რაღაცა კონსულტაციები მიდის.

 

4 კითხვა მგონი, ყველამ ძალიან კარგად იცით, აქ ჩამოთვლას არ დავიწყებ, არ მინდა ამ დეტალებში შესვლა. ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კითხვაა, გაუკეთებს თუ არა იგი ქართულ ოცნებას კოალიციას, ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს, შესაბამისად, პირველი კითხვის პასუხი ეს არის, დანარჩენ სამ კითხვაზე, როცა იქნება დრო, მე გიპასუხებთ”, – განაცხადა ხაზარაძემ. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები