spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მამუკა ხაზარაძე – ბრძოლა გაგრძელდება რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ამ ჯიბის მოსამართლეებმა

ეს პარლამენტი არის მიტაცებული, ეს კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელია ღვარძლიანი ადამიანი თეა წულუკიანი. ბიძინა ივანიშვილის ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისია ემსახურება ერთ მიზანს, რომ საქართველოს დაჰბრალდეს 2008 წელს ომის დაწყება.

“მინდა გითხრათ, რომ ვიმყოფებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიტაცებული ქვეყნის სასამართლოში, “ნაციონალური მოძრაობის ” დროინდელი მოსამართლეების და პროკურორების ხელში, რომლებიც ძალიან ლამაზად გადმოიბირა ბიძინა ივანიშვილმა.

ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია პარლამენტის გარეთ არავის უღიარებია. შედეგად მივიღეთ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი, დასანქცირებული  “ქართული ოცნების” ხელმძღვანელები, ევროკავშირის რეზოლუციები, დაკარგული პარტნიორობა აშშ-სთან, ევროპარლამენტის არაღიარების განცხადება. ასევე, დღეს დაიწყება “მეგობარი აქტის ” განხილვა აშშ-ში, რომელიც გმობს იმას, რაც საქართველოში ხდება. შესაბამისად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ამ არჩევნების შედეგად არ ვაღიარეთ ეს პარლამენტი და დავტოვეთ მანდატები. როცა არ ვაღიარებთ პარლამენტს,  შესაბამისად, არ ვაღიარებთ იმ ფანჩატურს, კომისიას, ცირკს, რომელიც ივანიშვილმა ერთი მიზეზით შექმნა – საქართველოს დააბრალოს ომის დაწყება, რომ ქართველ ხალხს დაახრევინოს თავი, როგორც ბოდიში მოიხადა.

ეს პარლამენტი არის მიტაცებული, ეს კომისია არის ცირკი და ამ ცირკის ხელმძღვანელია ღვარძლიანი ადამიანი, რომელსაც ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრიტავს – თეა წულუკიანი. ბიძინა ივანიშვილის ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ.

არანაირი საქმე, მით უმეტეს, ნაცნობობა ჯემალ ლეონიძეს ჩემთან არ გააჩნია,  არანაირი სასამართლო დავა მე ამ ადამიანთან არ მქონია. შესაბამისად, 14 წლის განმავლობაში არ მიმიღია არც ლეონიძისგან და არც სხვისგან არცერთი საჩივარი, რომ მამუკა ხაზარაძემ ვინმე შეავიწროვა, ან რამე წაართვა.  იტყუება ის მოსამართლე, რომელმაც ჯემალ ლეონიძე გაამწესა საპყრობილეში, რომელიც მოსამართლეა უვადოდ განწესებული, იტყუება პროკურორი.

ეს ბრძოლა არ არის იმაზე მე დამიჭერენ თუ არა, ეს ბრძოლა არის რუსეთზე ჩაბარების ბრძოლა. ბრძოლა გაგრძელდება რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ამ ჯიბის მოსამართლეებმა და ჭორაობის დონეზე არავინ არავის გაშავების ნებას არ მისცემს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები