spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე

ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი. ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი.  მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოსა და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი.

“მივმართავ ქართულ ჯარს – სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოსა და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე.

ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს! ეს იქნება ანწუხელიძის ღალატი, ეს იქნება იმ გმირების ღალატი, რომლებმაც თავი შესწირეს სიმართლეს და ჩვენი ქვეყნის მომავალს!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები