spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – ეს ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ, –  ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი არის ფარსი და მასკარადი, რომელსაც არ შეეგუებიან. 

 

“სადაც არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა.  ამ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა მანამ, სანამ თითოეულ მოქალაქეს არ ექნება იმის განცდა, რომ მის უფლებებს, მის ღირსებას იცავს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო. ეს სამწლიანი მასკარადი, ჩენ გვაბრალებდენ 12 წლის წინ ფულის გათეთრებას და ახლა თურმე აღმოჩნდა, რომ 4 წლის მერე ჩვენ რაღაც ჩაგვიდენია.  რატომ არ დაიწყო ამაზე გამოძიება, რატომ მოხდა იმ ადამიანების დაკითხვა, ვინც თუნდაც 2012 წელს რაღაცაში მონაწილეობდა ? ეს არის ფარსი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ეს არის პრინციპის საკითხი, ღირსების საკითხი და იმ ადამინებისთვის იმედის დაბრუნების საკითხი, რომლებსაც ცოტაოდენი იმედი დარჩა, რომ ქვეყანასც აქვს შანსი, რომ იქნება გამარჯვებული. გპირდებით,  გავაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი პერსპექტივა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

 

სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები