spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – ეს ბრძოლა მივა ბოლომდე, რადგან ჩვენ ყველასთვის ვიბრძვით

დღეს მე სასამართლოში ვნახე ორი საქართველო – ვნახე ახალგაზრდები, საია, დამკვირვებლები, მაგარი იურისტი ბავშვები და აქეთ ვნახე გვრიტიშვილი, ჩამყაყებული სასამართლო და ჩინოვნიკები, რომლებსაც ჩემი გადასახადებით ვუხდი ხელფასს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდოდა ეთქვა, რა ხდება ქვეყანაში და რატომ არის საქართველო ამ მდგომარეობაში, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ ეს არ აინტერესებდათ.

“როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, ეგრევე მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სხვა თემაზე არ ვსაუბრობთო. მინდოდა მეთქვა რა ხდება ქვეყანაში და რატომ ვართ ამ მდგომარეობაში, მაგრამ მეუბნებოდნენ, რომ ეს არ აინტერესებდათ. აქ ორი სტანდარტია – მე ვთქვი, როცა მიხეილ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში, თურმე, მე არ მაქვს საშუალება, რომ ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს. ეს ბრძოლა მივა ბოლომდე, რადგან ჩვენ ყველასთვის ვიბრძვით. ეს არჩევნები, რაც ჩატარდა არის მომავლის ქურდობა, ფაქტები დევს სახეზე და არავინ დასჯილა ამდენი ხნის განმავლობაში. ვინც მართლა დანაშაული ჩაიდინა, ის ხალხი გარეთ დადის და მე, მამუკა ხაზარაძეს მეუბნებიან, რომ სასამართლოში უნდა მოვიტანო მტკიცებულებები. დღეს მე სასამართლოში ვნახე ორი საქართველო – ვნახე ახალგაზრდები, საია, დამკვირვებლები, მაგარი იურისტი ბავშვები და აქეთ ვნახე გვრიტიშვილი, ჩამყაყებული სასამართლო და ჩინოვნიკები, რომლებსაც ჩემი გადასახადებით ვუხდი ხელფასს და რომლებიც ყიდიან ქვეყანას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქალაქო სასამართლოში კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ს მამუკა ხაზარაძის დაკითხვა მიმდინარეობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები