spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – ეს ხალხი დღეს თავიდან იბადება, როგორც ერი, მებრძოლი, რომელიც არავის დაუთმობს თავის სამშობლოს

“ლელოს” ლიდერები რადაში ომის წლისთავისადმი მიძღვნილ საგანგებო სხდომას ესწრებიან. 

 

“რადაში საოცარი სულისკვეთებაა. ეს ხალხი დღეს თავიდან იბადება, როგორც ერი, მებრძოლი, რომელიც არავის დაუთმობს თავის სამშობლოს, თავის ოჯახს და შვილების მომავალს!

 

ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ, იქ, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლაა, იქ, სადაც მეგობარს სჭირდები!“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

“აქ ყოფნისას განსაკუთრებით იგრძნობა ამ მამაცი ხალხის თავდადება თავისუფლებისათვის. განსაკუთრებით ემოციურია მათი დამოკიდებულება ჩვენს, როგორც საქართველოს წარმომადგენლების მიმართ. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

 

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია კიევში რადას მიწვევით იმყოფებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები