მე გაძლევთ გარანტიას, რომ ესენი მარტო დიდხანს ვერ გაძლებენ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა დასავლეთ სამყაროსგან და არ აქვთ ამომრჩევლის მხარდაჭერა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერი, რომელიც გადარჩენისთვის არ იბრძვის – ქრება.
“დიდხანს ვერ გაძლებს. გახსოვთ 4 წლის წინაც ეს პროტესტი შარლ მიშელის დოკუმენტით დასრულდა, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ერთ-ერთ მთავარ პარტიას ნებისყოფა არ ეყო და პარლამენტში ხელმოწერის გარეშე შევიდა. ეს იყო ამ პროექტის ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ, სიმართლე უნდა ვთქვათ, რა შეცდომები იქნა დაშვებული.
მე გაძლევთ გარანტიას, რომ ესენი მარტო დიდხანს ვერ გაძლებენ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა დასავლეთ სამყაროსგან და არ აქვთ ამომრჩევლის მხარდაჭერა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.