spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – გაგეცათ ბანკებისთვის 50 მლნ დოლარის გარანტია და ახლა ანაკლია აშენებული იქნებოდა და ქვეყანას დიდი შემოსავალიც ექნებოდა მიღებული

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

 

“თუ 51%-ში სახელმწიფოს 300 მილიონი დოლარის ბიუჯეტის თანხის ჩადება უნდა ანაკლიის მშენებლობაში, გაგეცათ ბანკებისთვის 50 მლნ დოლარის გარანტია და ახლა ანაკლია აშენებული იქნებოდა და ქვეყანას დიდი შემოსავალიც ექნებოდა ამ დროისთვის მიღებული – სადაა ლოგიკა?

 

1. გაეცით 50 მლ გარანტია საერთაშორისო ბანკებისთვის, აღადგინეთ შეწყვეტილი კონტრაქტი.

 

2. დააბრუნეთ გაძევებული საერთაშორისო ინვესტორები, შეწყვიტეთ საარბიტრაჟო დავა

 

3. მალევე განახლდება მშენებლობა

 

4. აშენებული პორტი ისევ სახელმწიფო საკუთრება ხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასე რომ…”, – წერს ხაზარაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები