spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს

ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! გელოდებით სასამართლოში საბუთებით!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.

 

“დღეს ბიძინამ კობახიძის პირით ახალი ბინძური პროპაგანდა წამოიწყო. თურმე მე ვიყავი წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში ჩართული. ყველაფერს აქვს საზღვარი, ეს ბინძური პროპაგანდა და ცილისწამება უნდა დამთავრდეს!

 

კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს, მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში. ასევე, თქვენი პარტიის ბოტებს და ტროლებს ჩემს მიერ გამოსახლებული ხალხის სიაც წამოაღებინეთ, საბუთებით, ფაქტებით…

 

გელოდებით! ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! გელოდებით სასამართლოში საბუთებით!” – წერს ხაზარაძე.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები