მივესალმები საგარეო სამინისტროს 44 თანამშრომელს, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები განახორციელონ ყველგან, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მარტო რუსთაველზე არ წყდება ეს ბრძოლა, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში უნდა იქნეს მძლავრი პროტესტი, უნდა იქნეს საჯარო მოხელეების პროტესტი.
“წიწაკა და წყალი არ არის საშიშროება იმასთან შედარებით, რასაც ჰქვია ქვეყნის წართმევა. დღეს მოხდა ოფიციალურად კონსტიტუციური გადატრიალება, ჩვენ ახლა ვიბრძვით სამშობლოს დასაბრუნებლად, რომელიც დღევანდელი განცხადებით და პუტინის მხარდაჭერით გადაუფორმეს რუსეთს. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. გეგმა არის ერთი, ეს გეგმა არის სრული, ეროვნული დაუმორჩილებლობა. მარტო რუსთაველზე არ წყდება ეს ბრძოლა, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში უნდა იქნეს მძლავრი პროტესტი, უნდა იქნეს საჯარო მოხელეების პროტესტი. მივესალმები საგარეო სამინისტროს 44 თანამშრომელს, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ ამ გადაწყვეტილებას. მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები განახორციელონ ყველგან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საგარეო უწყების 44 თანამშრომელი მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება.