spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – მინდა მივმართო რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, უნდა შემოგვიერთდეთ, ჩვენი პარტია მზად არის, გავაკეთოთ ორგანიზება

მე მინდა მივმართო რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს – უნდა შემოგვიერთდეთ, პირადად მე, ჩვენი პარტია მზად არის, გავაკეთოთ ორგანიზება, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვანია.

 

“ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, ჩვენი ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის, შვილებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის. უნდა გამოვიდეთ რაც შეიძლება მეტი.

 

მე მინდა მივმართო რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს – უნდა შემოგვიერთდეთ, პირადად მე, ჩვენი პარტია მზად არის, გავაკეთოთ ორგანიზება, ამას ღიად ვამბობ, ტრანსპორტის და ყველანაირი ორგანიზება, იმიტომ რომ ეს არ არის რიგითი კანონი, ეს არის კანონი, რომლის მიღების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ტრაექტორია იცვლება. არანაირი დათმობა არ იქნება ” , – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები