spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მამუკა ხაზარაძე – მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ “გახარია საქართველოსთვის”, რომელიც დაფინანსებისა და იმუნიტეტის გამო დროს წელავს, მიიღოს გადაწყვეტილება

დღეს “ოცნებას” 89 დეპუტატი ჰყავს, ქაღალდზე 101 დეპუტატი არსებობს. საკითხი დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც “გახარია საქართველოსთვის” ჰქვია. მნიშვნელოვანია, ამ ბრძოლაში მათ მიიღო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩნდება ვარაუდი, რომ “გახარია საქართველოსთვის” გუნდი “ოცნებას” ფარულად უწყობს ხელს.

“არალეგიტიმურმა რუსულმა მთავრობამ ქვეყანა ეგზისტენციალურ კრიზისში დააყენა. კონსტიტუციურად გააჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, შეწყდა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, დაიწყო საპოლიციო ტერორი, რის შემდეგაც მივიღეთ 400-ზე მეტი დასახიჩრებული მშვიდობიანი მოქალაქე და 500 პოლიტიკური პატიმარი.

არალეგიტიმური მთავრობის პირველი პირები დასანქცირებული არიან დიდი ბრიტანეთის და ევროპის ქვეყნებისგან. სანქციების პროცესი გრძელდება. არალეგიტიმურმა “ქართულმა ოცნებამ” დატოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ამით კიდევ ერთხელ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ მომავალზე. მიღებული დრაკონული კანონებით, მედიის გაკონტროლების მექანიზმით ივანიშვილი დიქტატურას ამყარებს. ვხედავთ, ტურისტებისგან დაცლილ სასტუმროებს, მძიმე ვითარებას და უახლოეს თვეებში გველოდება საკმაოდ სერიოზული კრიზისი.

რუსთაველის 8 ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულად უუნაროები ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება. 113 ხმაა საჭირო კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 113 ხმაა საჭირო ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის, 100 ხმაა საჭირო ორი მოწვევის პარლამენტის კონსტიტუციის გადასინჯვისთვის, 100 ხმაა საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, 100 ხმაა საჭირო უცხოელ  მოქალაქისთვის მიწის გასხვისებაზე. მათ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია, რომ დარჩენილიყვნენ მარტო.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს “ოცნებას” 89 დეპუტატი ჰყავს, ქაღალდზე 101 დეპუტატი არსებობს. საკითხი დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც “გახარია საქართველოსთვის” ჰქვია. ჩნდება კითხვა ფარული ხელშეწყობის “ქართული ოცნებისათვის”, რომელიც მიათრევს რუსეთისკენ. საბოლოო გამარჯვებას რომ მივაღწიოთ მნიშვნელოვანია, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის”, რომელიც დაფინანსებისა და იმუნიტეტის გამო დროს წელავს და რომელიც არის არარელევანტური, არასამართლიანი ამ ბრძოლაში, მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები