“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43% ვერ უნდა აიღოს და ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” პარლამენტს დატოვებს.
“ოცნების” ლიდერები უკვე ჩამოყალიბდნენ, როგორც საერთაშორისო დონის “გადამგდებები”. მათ არა მარტო ქართველი ხალხი გადააგდეს და მოატყუეს, უკვე მერამდენედ, არამედ ევროკავშირის 27 ქვეყანა და შეერთებული შტატები, რომლებიც შარლ მიშელის დოკუმენტის მედიატორები არიან.
ამ დონის პოლიტიკური გარიგებიდან ვერ გახვალ, პასუხისმგებლობა აღებულია. სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, ამიტომ, ვაცხადებთ – ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ “ოცნებამ” ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები 2022-ში.
ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” გამოაცხადებს ბოიკოტს და დატოვებს პარლამენტს. ასევე მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ ძალებს ანალოგიური ნაბიჯისკენ. ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ჩვენი ქვეყნის საბოლოო გამარჯვებამდე!”- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.