spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – პროკურატურაში მიბარებენ, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით

პროკურატურაში მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება.

“დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა.

ყველგან გავიმარჯვებთ!!

დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები