spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – ყველა დამკვირვებელს მოვუწოდებ, ყურადღებით ვიყოთ, “ქართული ოცნება” შეეცდება იმ უბნების გაუქმებას, სადაც იციან, რომ აგებენ

ეს არის ძალიან მაღალი აქტიურობა, რაც ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში უნდა, რომ “ქართული ოცნება”, ოლიგარქია დავამარცხოთ და იმ გზას შევუდგეთ, რასაც თავისუფლების და დემოკრატიის გზა ჰქვია, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ამავდროულად,  ხაზარაძე სამართალდამცველებს მოუწოდებს, შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა.

“როგორც იცით, 15:00 საათის მონაცემებით, 1 450 000 ადამიანი მივიდა არჩევნებზე. ეს არის ძალიან მაღალი აქტიურობა, რაც ძალიან დიდ იმედს გვაძლევს ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში უნდა რომ “ქართული ოცნება”,  ოლიგარქია დავამარცხოთ და იმ გზას შევუდგეთ, რასაც თავისუფლების და დემოკრატიის გზა ჰქვია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასე ადრეულად გავიდა არჩევნებზე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ემიგრაციას. თქვენ ხედავთ ყველა ქალაქში წარმოუდგენლად დიდ აქტივობას.

ყველა დამკვირვებელს მოვუწოდებ, რომ ყურადღებით ვიყოთ იმისათვის, რომ “ქართული ოცნება” შეეცდება იმ უბნების გაუქმებას, სადაც იციან, რომ არჩევნებს აგებენ. ამიტომ დღის ბოლოსთვის მოემზადეთ, შეიძლება ასეთი ფაქტები სხვადასხვა უბანზე განმეორდეს. ასევე, მინდა მოვუწოდო პოლიციას, რომ მათ შეასრულონ დავალებული ვალდებულება და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ დააკისრა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები