spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – საქმე გვაქვს ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებასთან

საქმე გვაქვს ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებასთან. ეს არის ახალი მეთოდი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება – გათავისუფლდეს ყველა დაკავებული მოქალაქე.

“საქმე გვაქვს ივანიშვილის მიერ ადამიანებით ვაჭრობის პროცესის დაწყებასთან. ეს არის ახალი მეთოდი, ჯერ იჭერ ადამიანს და მერე ვითომ ჰუმანურობას იჩენ და გარეთ უშვებ. აბსოლუტურად გაუგებარი იყო დაჭერის და გამოშვების პროცესიც. კარგია და ვულოცავ ალეკოს, რომ გარეთ არის, მაგრამ პირველი მოთხოვნა ყველა იმ ახალგაზრდის, პოლიტპატიმრის გამოშვებაა, რომელიც დღეს საპყრობილეშია. ეს მოთხოვნა არ შეიცვლება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კოალიცია “ძლიერი სქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები