“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ევროკავშირის მიერ რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო!!
საქართველოს რუსეთთან 365 დღიანი უვიზო რეჟიმი აქვს!
სასწრაფოდ შემოიღეთ 30-დღიანი სავიზო რეგულაცია, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას!
საქართველოს ეროვნული ინტერესები და ქვეყნის საზღვრები დღეს, როგორც არასდროს, ისე უნდა იყოს დაცული!”, – აცხადებს ხაზარაძე.