ბიძინა ივანიშვილი არის რუსი მენტალობით, რომელიც ასრულებს პუტინის დავალებას და ეშინია მისი, ამიტომ ურჩევნია, რომ თავი გადაირჩინოს პუტინისგან, ვიდრე მოლაპარაკებები აწარმოოს სანქციების თაობაზე , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი “სიურპრიზებს” უნდა ელოდოს.
“ახალი ადმინისტრაცია გააგრძელებს უფრო მკაცრად ჩვენი ქვეყნის არჩევანის დაცვას და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი “სიურპრიზებს” უნდა ელოდოს.
რატომ აკეთებს ამას ბიძინა ივანიშვილი, რა აიძულებს მას? მან იცის, რომ სანქცია არ არის ჩვეულებრივი ამბავი. პასუხი მარტივია, ბიძინა ივანიშვილი არის რუსი მენტალობით, რომელიც ასრულებს პუტინის დავალებას და ეშინია მისი, ამიტომ ურჩევნია, რომ თავი გადაირჩინოს პუტინისგან, ვიდრე მოლაპარაკებები აწარმოოს სანქციების თაობაზე.
რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების პოლიტიკამ ეს არის საქართველოს ობლად დატოვება.
გასაგებად უნდა მივმართო “ოცნების“ ჯერ კიდევ შემორჩენილ ამომრჩეველს, მეგობრებო, სრულ იზოლაციაში მიჰყავს ივანიშვილს ეს ქვეყანა და ვერ გავატანთ. მიუნხენის კონფერენცია, დავოსი – ეს მინიშნებაა, რომ არანაირი ინვესტიცია და უსაფრთხოების შესახებ საუბრები საქართველოსთან ამ ხალხს არ ექნება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში.