spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს და იმ კრიმინალებს არ დაიჭერ, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ პირადად

მოვუწოდებ ივანიშვილს, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ პირადად, როგორც რუს ადამიანს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში, რომ საქართველო რუსეთში შეათრიოს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე  თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაა, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გუბერნიად.

“ივანიშვილის პოლიტიკაა, რომ საქართველო აქციოს რუსეთის გუბერნიად და ამ ქვეყანაში თავისუფალმა ხალხმა იცხოვროს მისი კანონებით და ტერორის ქვეშ.

მოვუწოდებთ ივანიშვილს, რომ როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ეს პასუხისმგებლობა, რაც გუშინ მოხდა,  ეკისრება მას. თუ უახლოესი 24 საათის განმავლობაში არ გამოხვალ და არ დაგმობ ამ ფაქტს და იმ კრიმინალებს არ დაიჭერ და ქვეყანას არ აჩვენებ და მთელ საზოგადოებას, რომ ემიჯნები და საქართველოში არსებობს კანონი, პოლიცია, სამართალი და სამართალდამცავი ორგანოები, თუ ამას არ გააკეთებ 24 საათის განმავლობაში, მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება შენ პირადად, შენ, როგორც რუს ადამიანს, რომელიც ჩამოსულია საქართველოში, რომ საქართველო რუსეთში შეათრიოს“, – განაცხადა მამუკა  ხაზარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები