spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მამულაშვილი – გამოსავალი არის მხოლოდ რუსული არმიის განადგურება, დიპლომატიური მოლაპარაკებები არსად არ მიგვიყვანს

გამოსავალი არის მხოლოდ რუსული არმიის განადგურება, დიპლომატიური მოლაპარაკებები არსად არ მიგვიყვანს,  – ამის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა  მამუკა მამულაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით,  რუსეთს მხოლოდ ფიზიკური ძალის ენა ესმის და რუსეთთან „სამშვიდობო შეთანხმების“ მწარე გამოცდილება საქართველოს  აფხაზეთის ომის დროს აქვს მიღებული. 

 

“გამოსავალი არის მხოლოდ რუსული არმიის განადგურება, რაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მეტი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ არის, დიპლომატიური მოლაპარაკებები რომც წარიმართოს, არსად არ მიგვიყვანს, რუსეთი უბრალოდ მანიპულირებით ცდილობს  მოიგოს დრო, რომ უნდა მოახდინოს უფრო მეტი რუსული ჯარის მობილიზება.  ჯარის არა, რეზერვის, იმიტომ რომ ქმედითუნარიოანი ჯარის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, მე თვითონ დიპლომატიური განათლება მაქვს და ვფიქრობ, რომ არანაირი დიპლომატიური ხაზით ამის შეჩერება არ იქნება, რუსეთთნ მოლაპარაკებამ საქართველო არანაირ შედეგამდე არ მიიყვანა. რა მოგვივიდა აფხაზეთთან ომის დროს,  ისიც კარგად გვახსოვს, პრაქტიკიდან გამომდინარე, ერთადერთიო საშუალება არის ფიზიკური ძალა, რაც ესმით რუსებს“, – განაცხადა მამულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები