spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – 2008 წლის ომში საქართველოს არანაირი სამხედრო დახმარება არ მიუღია უკრაინისგან და არც არავინ საყვედურობს ამას

საომარ სიტუაციაშია დღეს უკრაინა. მისი თანამდებობის პირები რა განცხადებებსაც არ უნდა აკეთებდნენ, როგორც არ უნდა ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩართვას, მაგალითად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი გამოდიოდა ასეთი პირდაპირი მოწოდებით, მაინც მგონია, რომ ერთმანეთისთვის რაღაცების დაყვედრების დრო არ არის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

“მაგრამ რადგან საკითხი ასე დადგა, მოდით უბრალოდ ფაქტი გავიხსენოთ. 2008 წლის ომის პერიოდში შეიარაღება საქართველოს, მე როგორც ვიცი, საერთოდ არავისგან მიუღია. როგორც ვიცი, ევროპის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც სცადა ისიც მგონი შესყიდვით, რომ საქართველოში შემოსულიყო საბრძოლო ტექნიკა, საბრძოლო მასალა და იარაღი და ისიც ვერ მოხერხდა. გასაგებია, საომარ სიტუაციაში ურთულესი იყო ამის ზღვით თუ ხმელეთით შემოტანა. 2008 წლის კონტექსტში, უკრაინიდან მანამდე იყო შესყიდვები, ამაზე აჟიოტაჟი და ურთიერთბრალდებები იყო უკრაინაში, გამოძიებაც იყო თუ არ ვცდები და აქ არ ყოფილა ან რამის ჩუქებაზე, ან რომელიმე ინსტრუქტორის მიერ ანაზღაურების გარეშე ვინმეს გაწვრთნაზე, ან ასეთ დახმარებაზე საუბარი. ეს არის ფაქტი. ახლა ამის ლაპარაკი იმიტომ მოგვიწია და იძულებულები იმიტომ გავხდით, რომ ვიღაცას თუ კონტექსტურად არასწორ ემოციას აუღძრავენ, რომ იცით რა, ჩვენ დაგეხმარეთ იარაღით…

 

თუ შესყიდვას გულისხმობენ, გულწრფელი მადლობა, რომ მოგვყიდეს. თუმცა, შემდეგ ერთ-ერთი ოფიციალური უწყების ხელმძღვანელის განცხადება მახსოვს, რომ 80-მდე ქვეყანაზე ვყიდდით იარაღს და მერე რა მოხდა, რომ საქართველოსაც მივყიდეთო. თავის მართლების კონტექსტში იყო ეს განცხადება. კი ბატონო, იყო შესყიდვები. მიყიდეს 2004-2008 წლებში დიდი რაოდენობით და დიდი თანხის სანაცვლოდ შეიარაღება, საბრძოლო მასალა, ტექნიკა თუ ა.შ. თუმცა, 2008 წლის ომის დროს ფიზიკურადაც შეუძლებელი იყო და არც არავინ საყვედურობს ამას. თუმცა, მე რაზეც თქვენ არ გსაყვედურობთ, ოფიციალურმა წარმომადგენელმა ის აქეთ არ უნდა დამიტრიალოს და არასწორრი ინფორმაცია არ უნდა გაავრცელოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები