spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მამუკა მდინარაძე – ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ არ დავუჯეროთ პროკურატურას, იმიტომ, რომ საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით გაგონილი იმავეს ადასტურებს, რასაც დღეს პროკურატურა ამბობდა თავის განცხადებაში,  –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ფონდები ძალადობას ახალისებდნენ, მათი მიზანი სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაც იყო. მისი განმარტებით, ნებისმიერ სახელმწიფოში, ყველანაირი სახდელი დაწესებულია დანაშაულის პრევენციისთვის და როდესაც ვიღაც ფონდს ქმნის იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირის ჯარიმა გადაიხადოს, ეს საკუთარი ქვეყნის წინაშე ე.წ. მორალური შეფარვითი ფორმით გალაშქრებაა.

“აქ მეორე პრობლემაც არის, გარდა იმისა, რაც ითქვა დღეს. ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, ხელი შეეწყოთ ამისათვის, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, რომ დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას, ეს არის სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმების მცდელობა და არანაკლები მავნებლობაა, შეიძლება უფრო მეტიც, ვიდრე თავად იმ დანაშაულის ჩადენა. ჩვეულებრივი წამქეზებლობის ფორმაა დანაშაულში, როდესაც გეუბნებით, რომ თუ თქვენ ჩაიდენთ ამა თუ იმ გადაცდომას, რისთვისაც სახელმწიფოს კონკრეტული ჯარიმა აქვს დაწესებული, მე გადაგიხდით.

ყველანაირი სახდელი თუ სასჯელი, სახელმწიფოში დაწესებულია იმისათვის, რომ პრევენცია, გამორიცხვა მოხდეს ამ დანაშაულებრივი თუ ადმინისტრაციული გადაცდომის სახით ქმედების და ამ პრევენციას საერთოდ შლის ვიღაც, რომელიც ფონდს ქმნის იმისათვის, რომ ამ დანაშაულის თუ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირის ჯარიმა გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ ევროკავშირის ფონდები, USAID-ი თუ სხვა გარედან დამფინანსებელი ორგანიზაციები, როდესაც ისინი ცდილობდნენ ჯარიმები გადაეხადათ. ანუ, ჯარიმას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პრევენციული მიზანი აქვს და ეს მიზანი ჩამოაშორეს – სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობაა და შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს წინააღმდეგ გალაშქრება ე.წ. “მორალური” შეფარვითი ფორმით. ეს არის დამატებითი ე.წ. ფაკულტატური არგუმენტი ამ სამართლებრივ ნონსენსთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ჩანს, პროკურატურამ იმ მიზნით, რომ მათი საქმიანობა შეისწავლოს და შეაჩეროს ეს დანაშაულებრივი მოქმედება რასაც ისინი ახორციელებდნენ, დააყადაღა და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა”, –  განაცხადა მამუკა მდინარაძემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები