ეს ქვეყანა ყველანაირად შეეცდება და მისი ხელისუფლება, რომ იყოს მშვიდობა, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“როგორც იცით ყოველ ორშაბათს, როდესაც სხდომაა იმ კვირაში, იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა. პლენალური სხდომის წინა დღეს. დღესაც ასეთი სხდომა შედგა, რამდენიმე საკითხი განვიხილეთ უმრავლესობის სხდომაზე. მათ შორის ბუნებრივია, საქართველოში და მის მეგობარ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, იყო საუბარი 2 აპრილის არჩევნებზე რუსთავში და ბათუმში. ასევე ვისაუბრეთ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც სამწუხაროდ, ბევრი სპეკულაცია მოჰყვა, საუბარი შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ნორმებს და რაც, დღეს მოვისმინეთ ბევრი ამბავი იმასთან დაკავშირებით თითქოს ეს ცვლილება შეეხება, კომპეტენციების გამიჯვნის ნაწილში გარკვეულ საკითხებს, ეს არ არის სწორი ინფორმაცია, ნორმაში ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლები.
ასევე ვიმსჯელეთ ჩვენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, ის კოორდინირებული რეალური და რელევანტური სიტყვა ამ შემთხვევაში ნამდვილად არის ეს, კოორდინირებული მცდელობა, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ გრძელდება და რასაც ჩვენ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით ეს დადასტურდა სამწუხაროდ, უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებით და დღეს „ნაცმოძრაობის“ ბელადმა სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს, მან თქვა, რომ მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ვიცოდი ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა. ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა მისი პარტიის თითქმის ყველა წარმომადგენელს დარწმუნებული ვარ და ამას ვერსად გაექცევიან. ეს ქვეყანა ყველანაირად შეეცდება და მისი ხელისუფლება, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზებს და ოსებს მივმართოთ, რომ არანირი საშიშროება იმასთან დაკავშირებით, რომ საომარი მოქმედებების შესახებ იფიქროს საქართველოს ხელისუფლებამ, დეოკუპაციიისათვის არ არსებობს და თუ ვინმე მიზანმიმართულად ასეთ პროვოკაციულ ინფორმაციებს ავრცელებს, ეს არის მხოლოდ იმ ნარატივის გაგრძელება, რაც ნაცმოძრაობას და მის სხვა დანაყოფებს აქვთ ამ პერიოდში და რასაც ისინი ცდილობენ უკრაინაში რუსეთის წარმოებული ღია აგრესიის კვალდაკვალ და პარალელურად“, – განაცხადა მდინარაძემ