როცა სხვის მიმართ რაღაც განხორციელდება ხოლმე, ის არის სამოქალაქო აქტივიზმი, მათ რომ ჰკითხოთ და გახარიას თუ მსგავსი ფორმებით ვიღაც დაუპირისპირდება, ის არის ტიტუშკობა. ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის ეს? – კი! – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
“მეტმაგი სტანდარტია აქ, რბილად რომ ვთქვათ. ახლა მე რომ გითხრათ, რომ გადასარევი და მისაღები ფორმააო, დამიჯერებთ?! რა თქმა უნდა, ეს მისაღები ფორმა ნამდვილად არ არის. მანამდე 2 ახალგაზრდა თუ სამი ახალგაზრდა, არ ვიცი, რამდენი ხმა ისმოდა ვიდეოში, გოგონა რომ რაღაცას ეუბნება, ის გასაგებია, მაგრამ შემდეგ რაღაცა საგნების სროლა შეიძლება არ იყოს მისაღები ნამდვილად და არ არის მისაღები. თუმცა, უნდა ჩამოვყალიბდეთ, „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირის, თუ რომელიმე მომხრის თუ წარმომადგენლის მისამართით მისაღები ფორმაა, გახარიას წინააღმდეგ, რომელიც რეალურად, დადასტურებულად მოღალატეა ნამდვილად და არა მათი ინტერპრეტაციით, არ არის მისაღები. მე ვამბობ, რომ აი, ასეთი დონის მოღალატესაც კი კვერცხი არ უნდა ესროლო, უბრალოდ ფორმა არ არის გადასარევი და შეიძლება სხვა ფორმით სჯობდეს გამოხატვა შენი პროტესტის. ჩამოყალიბდნენ, მისაღები რა არის და რა – მიუღებელი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არავის აინტერესებს გახარიას დამცირება, რადგან ისედაც დამცირებულია თავისი ქმედებებით.
“მეტს ვეღარ დაამცირებ, გახარიას უფრო დამცირება ჩემი აზრით შეუძლებელია და ამიტომ მოვუწოდებ იმ ადამიანებს, ვინც მის მიმართაც გამოხატავენ პროტესტს, რომ ამ ფორმით ნუ გამოხატავენ იმიტომ, რომ ისინი მერე გამოდიან რაღაც წამებულების როლში“, – განაცხადა მდინარაძემ.