spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატების დატოვებას აპირებენ.

“როგორც ჩემთვის ცნობილია და მგონი, არ არის დასამალი, ეს ადამიანები, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელები. საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც წესი და რიგია. ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, მანდატების დატოვებაზე ისინი პარლამენტს მალე მიმართავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები