“ქართული ოცნების” ლიდერი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია 43%-ზე გაცილებით მეტს აიღებს. შესაბამისად, მისი მტკიცებით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ამას არ უკავშირდება.
“მე გაძლევთ გარანტიას, რომ არჩევნების მეორე დღესვე ეს თქვენი კითხვა იქნება არააქტუალური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ავიღებთ გაცილებით მეტს. გაყალბებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ. გაყალბებული არჩევნები იყო თქვენი, ზოგიერთების ნარატივი, რწმენამდე ატანილი, თუმცა ბოლო დღეებში განსაკუთრებით წერტილი დაესვა. უსაფუძვლოა ეს ეჭვი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
“ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამასთან, მისი განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს.