spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მამუკა მდინარაძე – დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა

დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა – სინამდვილეში, “დიფ სთეითის” მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, ექსპრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალი ელიტური კორუფცია იყო “რადიო თავისუფლებისთვისაც”, თუმცა, იგივე საქმე 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა, რაც “დიფ სთეითის” მორიგი დავალებაა აგენტის მხარდასაჭერად.

“დანაშაული, რომელიც 2014 წელს ელიტური კორუფცია იყო და 2025-ში “პიჯაკების საქმე” გახდა.

სინამდვილეში “დიფ სთეითის” მორიგი დავალება აგენტის მხარდასაჭერად!

“რადიო თავისუფლება” ერთ-ერთი შემსრულებელია მრავალთა შორის…” –  წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები