დიმიტრი ჩიქოვანი და ალექსანდრე ზიბზიბაძე – გუშინ, ეს ბიჭები, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ორი ადამიანი მეთაურობს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ.
“მათ შორის, ორგანიზებას ვინც უწევს, იმასაც გეტყვით. ამაზე ინფორმაცია თქვენც გაქვთ და მეც. მაგალითად, არის ასეთი სინთეზი – ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მხრივ არის დიმიტრი ჩიქოვანი, ვინც ფრანკლინის კლუბთან, ამ საკითხებთან არის დაკავშირებული და მეორეს მხრივ ამ ფრანკლინის კლუბიდან „მომავლის თაობა“ თუ რაღაც ჰქვია, არის ალექსანდრე ზიბზიბაძე, გუშინაც იყო ლაპარაკი. ეს ორი ადამიანი მეთაურობს ამ დაორგანიზებას, რომ რამენაირად ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ, პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ. გუშინ, ეს ბიჭები, ვინც მე დავასახელე, რაციებით მოძრაობდნენ, ჯგუფებს ანაწილებდნენ და ხალხი ვერ აიყოლიეს პროვოკაციაში. შენ რომ იცავ, ვალდებულება გაქვს, იმიტომ, რომ შენც ისინი გაფინანსებენ. მტკიცებულებები გინდა? მე ვცდილობ, ხალხს გავაგებინო სიმართლე თქვენი სიცრუის და ბოროტების წინააღმდეგ. ყველა სიტყვას სიმართლეს ვამბობ“ – ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რაც მან გუშინ ილაპარაკა, ამის შესახებ შარშან დიტო სამხარაძეს ედო ფაისბუქპოსტი.
“ორი რაღაც იყო ერთი და იგივე ინფორმაციაში, ვინმე ჩიქოვანმა თქვა ორი რაღაც გაბრაზებულზეო, დიტო სამხარაძე წერდა და პოსტვ-მ წელს მიაგნო. ერთი – აგინებდა ახალგაზრდებსო, სანამ 1000 ლარს არ ჩაურიცხავთ განცხადება ვერ გავაკეთებინეო და მეორე – ის ბავშვი გაპიარებული იყო, დავაგვიანეთო. თქვენ აქტივისტს მოატანინეთ, მართლა ჩაურიცხა თუ არა 1000 ლარი და გაირკვევა ყველაფერი. ჭორი რომ არ იყოს, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ორი რაღაც თქვა იმ კაცმაო, ინფორმაცია იყო ასეთიო, ერთი 1000 ლარი ჩავურიცხეო და აგინა ჩხობაძესო და მეორე – რაღაც იგეგმებოდაო, გაპიარებული იყო ის ბავშვიო. ამოაღებინეთ ჩხობაძეს იმ დღეების ამონაწერი და თუ არ აქვს 1000 ლარი ჩარიცხული, ესე იგი რაღაც სიცრუესთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.