spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – ძალიან ბევრი მტკიცებულება იდება ყოველდღიურად, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი “ნაცი”

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდა, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა.

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს არის იმის დადასტურება, რომ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი გახლდათ „ნაცი“, რაც თავად მაია კოპალეიშვილმა დაადასტურა იმით, რომ შეუერთდა ვირტუალურ გუნდს, რომელიც შექმნა ნიკა გვარამიამ.

 

“ძალიან ბევრი მტკიცებულება იდება ყოველდღიურად იმასთან დაკავშირებით, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი ნაცი. სალომე ზურაბიშვილმა გადაინაცვლა რიგითი რადიკალური ნაცების რიგებში, იმ რამდენიმე ადამიანის რიგებშიც კი, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმას. მან ესეც მოახერხა, პატრიარქზე და ქართულ ეკლესიაზე პირდაპირ შტურმი მიიტანა რამდენიმე დღის წინ. როდესაც მისი წარმომადგენელი გვევლინება ნაცების კიდევ ერთი შტოს, გვარამიას გამოგონილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად თუ წევრად, ესეც ერთი მტკიცებულებაა, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ასევე ნაცი გახლდათ მათი მხარდამჭერი და ეს თავადვე დაამტკიცა იმით, რომ შეუერთდა ვირტუალურ გუნდს, რომელი გუნდიც შექმნა ნიკა გვარამიამ, ასევე ერთ-ერთმა რიგითმა ნაცმა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები