spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მამუკა მდინარაძე – ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ

ეს არის უდიდესი უტიფრობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებ, – ასე უპასუხა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  ჟურნალისტის  შეკითხვას, პოლიტიკური ოპონენტების მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა, შეუძლებელია ვინმემ პოლიტპატიმარი უწოდოს.

“ადამიანს, რომელმაც დაიმკვიდრა თავისი სახელი და ადგილი ქართულ რეალობაში, როგორც სისხლიანმა მმართველმა, რომელიც მწვანე შუქს,  თავისი ანტისახელმწიფოებრივი და  სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურული მოქმედებებით უნთებდა – გაუპატიურებას ქალისას, კაცისას, მკვლელობას, ბიზნესის რეკეტს, ძალადობას, შიშს, ტერორს, ტელევიზიების და  თავისუფალი სიტყვის ჩახშობას და მისაკუთრებას, ამ ადამიანს, შუბლის ძარღვის გაწყვეტაც კი არ შველის , რომ პოლიტპატიმარი დაუძახო, შეუძლებელია, ის ადამიანი, როგორ ბედავს, თუ როგორ ფიქრობს, რომ ეს გააკეთოს სააკაშვილს პოლიტპატიმარი დაუძახოს, ეს მეორე შესაძლებლობაა, რაც ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანს თუ ობიექტურობის განცდის მაგვარი რაღაც აქვს, მე ვერ წარმომიდგენია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები