spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – ეს მესიჯი რომ მიიტანონ ბოლომდე ახალგაზრდებამდე, ამისთვის სჭირდებათ სალომე ზურაბიშვილის დათანხმება

თუ სალომე ზურაბიშვილი ხელს შეუწყობს, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ერთად მოქმედებენ ამ ნარატივის გასატარებლად, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

“ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა ასეთი აქციების დროს შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. თუ სალომე ზურაბიშვილი ამაში ხელს შეუწყობს, რომ პოლიციელის ცოცხლად დაწვა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა და ასეთი მცდელობები შეიძლება დარჩეს დაუსჯელი, ეს ნიშნავს, რომ ისინი ყველანი ერთად მოქმედებენ ამ ნარატივის გასატარებლად, ამ მესიჯის გასაშვებად საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომ თქვენ შეგიძლიათ ისროლოთ მოლოტოვის კოქტეილი, შეგიძლიათ სცადოთ დაწვათ პოლიციელი ცოცხლად, ან სრულად დაწვათ და ამისთვის არ დაისჯებით და პრეზიდენტი შეგიწყალებთ. ეს მესიჯი რომ მიიტანონ ბოლომდე ახალგაზრდებამდე, ამისთვის სჭირდებათ სალომე ზურაბიშვილის დათანხმება, ანუ, შეწყალება. ახლა ჯერი მათზეა, თუ ამ მესიჯში თანამონაწილეობა უნდა, მაშინ ბუნებრივია შეიწყალებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები