“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მასთან დაპირისპირების ვიდეოს სოციალურ ქსელში.
მდინარაძის განცხადებით, ერთი კვირაა რადიკალების მთავარი განსახილველი თემა მისი სტატუსებია.
“ჩემს სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ.
გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო. ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, ჩემი მეზობელი (შემთხვევით), რომელმაც ასევე ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას”, – წერს მამუკა მდინარაძე.