spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – იხვეწებიან 5%-იანი ბარიერის დაწევას, იმიტომ რომ უბრალოდ, პარლამენტარობა უნდათ

წელს ამაზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, არ ყოფილა რეკომენდაცია, მოწოდება ამის შესახებ, იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში მიიჩნევა, რომ სწორედ 5%-იანი ბარიერი უზრუნველყოფს პლურალიზმის და დემოკრატიის ხარისხის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების, დემოკრატიაში ხალხის მაქსიმალურად ჩართულობის ბალანსის მთავარ გარანტს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი განმარტებით, საარჩევნო ბარიერის დაწევა არ განიხილება, ვინაიდან, ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებშიც, ბარიერი სწორედ 5 პროცენტია.

 

“გახარიებმა” დღეს პირველად გააკეთეს სწორი განცხადება, იმიტომ რომ მათთვის სულ ერთია – გინდა 5%-იანი ყოფილა, გინდა 15%-იანი, ვერც ერთს ვერ ლახავენ, ამიტომ სწორია მათი განცხადება, სულერთია მათთვის. ბარიერის დაწევა არ განიხილება, იმიტომ რომ საითკენაც ჩვენ ვიღვწით, სადაც ჩვენ შევდივართ, სადაც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ 15 დეკემბერს, ანუ ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ბარიერი არის  სწორედ 5 პროცენტი. მათ შორის, კანდიდატ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომ ვერც ერთი გაერთიანება ვერ მოუწოდებს და ვერ დააძალებს სხვა ქვეყანას, რაც მასთან არის, იმის საპირისპირო გაკეთდეს რომელიმე ქვეყანაში”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები სასაცილო ხდება, ვინაიდან, ერთი მხრივ ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, მეორე მხრივ კი არ აქვთ იმედი, რომ 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.

 

“სასაცილო ხდება უკვე მათი განცხადებები. როდესაც თან ლაპარაკობენ, რომ “ჩვენ უნდა შევცვალოთ “ოცნების” ხელისუფლება” და თან იხვეწებიან 5%-იანი ბარიერის დაწევას, იმიტომ რომ უბრალოდ, პარლამენტარობა უნდათ, აქ ბალანსი უნდა მოძებნონ რაღაცნაირად, თორემ, დემოკრატიულმა სამყარომ ბალანსი პლურალიზმს და სტაბილურობას შორის მოძებნა და ამისათვის ძირითადად ცივილიზებული სამყაროს უფრო მეტ ქვეყანაში დაადგინა, რომ არის 5%-იანი ბარიერი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები