spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის და მსგავსი ინდექსები, ყველა პოზიტიურად არის შეცვლილი

კანონის უზენაესობის ინდექსით რომ წინ მივიწევთ, ესეც რა თქმა უნდა რეფორმების შედეგია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში გაუმჯობესებულია კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა ინდექსები.

 

“თუ დააკვირდებით, კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის და მსგავსი ინდექსები, ყველა  პოზიტიურად არის შეცვლილი, ანუ ჩვენს ქვეყანაში გაუმჯობესებულია ყველა კრიტერიუმი. სადაც კი ობიექტური ორგანიზაცია ჩაერთვება ხოლმე, კრიტერიუმები დღითი დღე უმჯობესდება. კანონის უზენაესობის ინდექსით რომ წინ მივიწევთ პერმანენტულად, ესეც რა თქმა უნდა რეფორმების შედეგია, მათ შორის რაც უკვე შესრულებული დახვდა 12 რეკომენდაციას და მის ევროპულ დავალებას და რაც იმის შემდეგ დაემატა. ყველაფერი ეს აისახება ყველა კვლევაში და ეს მხოლოდ უნდა აბედნიერებდეს ყველა პოლიტიკოსს. ზოგს სწყინს, ზოგს უხარია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა წინ მიიწევს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს პერმანენტული  პოზიტიური სვლა ბუნებრივია, ევროინტეგრაციის პროცესში  ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები