spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – ლამის არის, ტყვია გესროლონ რომ შეეძლოთ, არ მოუკლავთ თუ რა?

დეკლარაციის შევსებაზეა ბოლოს და ბოლოს ლაპარაკი. ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ – დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია ან გიგაური, ვხოცავთ ერთმანეთს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, მკვლელები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ დაეცა პროტესტის მონაწილე, ამავე დროს, არაფერს ამბობენ სამართალდამცველზე, რომელსაც აგური მოხვდა სახეში.

 

“დეკლარაციის შევსებაზეა ბოლოს და ბოლოს ლაპარაკი. ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ – დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია ან გიგაური, ვხოცავთ ერთმანეთს. ლამის არის, ტყვია გესროლონ რომ შეეძლოთ, არ მოუკლავთ თუ რა? მკვლელები გელაპარაკებიან, რატომ დაეცა ახალგაზრდაო – ცუდი დასანახია რაღაცები; პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ. სახეში აგური რატომ მოხვდაო რომელიმემ ახსენა? ჩვენი მხარდაჭერა მთლიანი, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას!” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები