spot_img
spot_imgspot_img
spot_img

მამუკა მდინარაძე – მათ უნდათ, რომ საქართველოს არანაირი  დამოუკიდებლობის ხარისხი არ ჰქონდეს, მათ შორის, გადაწყვეტილებებში

მათ უნდათ, რომ საქართველოს არანაირი  დამოუკიდებლობის ხარისხი არ ჰქონდეს, მათ შორის გადაწყვეტილებებში.  როდესაც ფინანსურ სტაბილურობაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე ზრუნავს სახელმწიფო თავისი სხვადასხვა ინსტიტუტების მეშვეობით  ეს ეროვნული ბანკი იქნება, ეკონომიკის  სამინისტრო,  თუ სხვა,  გადამწყვეტი ფაქტორი არის ქვეყნის დამოუკიდებლობაში, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ოპონენტები საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიზიტს ჩინეთში.

მდინარაძის განცხადებით, როდესაც ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნავს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ოპონენტებს  ეს აშინებთ, ანაღვლებთ, ამიტომ აქვთ პირდაპირი მითითება, რომ ამასთან დაკავშირებით დარტყმები მიაყენონ საკუთარ ქვეყანას.

“შენ უნდა შეგეძლოს, რომ შენი შეხედულებებისამებრ გადაწყვიტო შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ეკონომიკურ სიძლიერე,  ბევრი საკითხის სწორად გადაჭრა, რაც შენ ეროვნულ ინტერესებშია და არა სხვის ეროვნულ ინტერესებში. შენ ქართულ ეროვნულ  ინტერესებში რაც ჯდება, ეს საკითხები შენვე რომ გადაწყვიტო ამის წინააღმდეგ მიდიან. ქუდი მათი გადაწყვეტილებებისა, მთავარი, პირამიდის წვერი წარმოიდგინეთ, აი ამ წვერზე არის მთავარი მიზანი, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი და მან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს.  მათ ამ მიზანს აქვს ქვემიზნები  და ამ ერთ-ერთ ქვემიზანში ჯდება ის, რომ არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომ პარტნიორობა შეძლო ჩინეთთან, ეკონომიკურად ასეთ ძლიერ ქვეყანასთან, ვერ უნდა მოახდინო შენი ეკონომიკური მიზნების, გეგმების დივერსიფიკაცია, რომ ყველა მიმართულებით შენ გქონდეს მყარი გარანტიები ეკონომიკური უსაფრთხოების და უსაფრთხოების ზოგადად. უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხები მყარად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, მათ შორის ეკონომიკის უსაფრთხოების თუ ისე. როდესაც ამ საკითხებზე ზრუნავს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მათ ეს აშინებთ, ანაღვლებთ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო როგორც კი შენ აქ გაიმყარებ პოზიციებს გარედან დავალებების შესრულების ხარისხი, შანსი, მცირდება. ეს აწუხებთ, ამიტომ აქვთ პირდაპირი მითითება, რომ ამასთან დაკავშირებით დარტყმები მიაყენონ საკუთარ ქვეყანას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები