spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – ნაცურმა სპეცოპერაციამ – “იქნებ მივიწეროთ”, სტარტი აიღო…

სტრასბურგის შემდეგ ჰააგის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება და საქართველოს უმნიშვნელოვანესი წარმატება საერთაშორისოსამართლებრივ ასპარეზზე!, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

 

“პარალელურად, იმის მიუხედავად, რომ ომისპარტიელებმა თავის დროზე მთავარი მტკიცებულება, რუსული “ისკანდერის” ნაწილებიც კი გადამალეს, ნაცურმა სპეცოპერაციამ – “იქნებ მივიწეროთ”, სტარტი აიღო… 

 

გასულ წლებში მათი მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიებიდანაც შეგვიძლია ერთ-ერთი გავიხსენოთ: ჰააგის მიმართულებით “ქართული ოცნება” იმიტომ აქტიურობს, ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგესო.

 

ამასობაში მეხუთე კოლონის მთავარი ტელევიზიიის უშედეგო მცდელობაც ვიხილეთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რაიმე დამაზიანებელი ეთქვა საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე.

 

რუსეთის ღია აგრესიის კვალდაკვალ მეხუთე კოლონა კვლავ განაგრძობს საქართველოს, მისი ხელისუფლების, მშვიდობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა უშედეგოდ!“, – წერს მდინარაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები