spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – პარლამენტი მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს

პარლამენტი მამუკა ხაზარაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს საკითხი ამ დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე უკვე მესამედ განიხილა. 

 

“ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ მათი ორჯერ მომართვის მიუხედავად, ჩვენ ამ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შევუწყვიტეთ, თუმცა უკვე მესამე შემთხვევაა და ბუნებრივია, მათ ნებას დავყვებით. საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, საპროცედურო კომიტეტმა ერთი დეპუტატის საკითხი უკვე განიხილა და სავარაუდოდ ხვალ მეორის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზეც იმსჯელებს. 

 

“პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხებს პრიორიტეტულად განიხილავს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები