spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – რამდენი ფეიკი აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო, რეალურად, თვითონ დადეს საჯაროდ!

ჯერ არ ვიცი, ნამდვილია თუ არა და რამდენად ზუსტია, მაგრამ ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნაცტელევიზიები საკუთარი სამშობლოს მტრები არიან, ქმედითი, მავნებელი მტრები.

„ჯერ არ ვიცი, ნამდვილია თუ არა და რამდენად ზუსტია, მაგრამ ნაცტელევიზიებმა საჯაროდ დადეს ქართველი სპეცრაზმელების სია. არადა, რამდენი ფეიკი აქვთ გაკეთებული, ასეთ სიებს რუსებს აძლევენო. რეალურად, თვითონ დადეს საჯაროდ! ბარემ მიაწერონ, მათი პატრონები წითელ ხიდზე რომ გარბოდნენ, რომელი სპეცრაზმელი იბრძოდა აგვისტოს ომში, უფრო გაუადვილებენ იდენტიფიცირებას.

საკუთარი სამშობლოს მტრები არიან ჩვეულებრივი, ქმედითი, მავნებელი მტრები! მერე გამოდგებიან და სიტყვა „რუსულს“ ვერ მოაშორებ პირიდან“, – წერს მამუკა მდინარაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები