spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიდის პოლიციელთან და რუსს ეძახის, ის არც პრეზიდენტია და არც ქართველია

“საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიდის პოლიციელთან, ქართველთან და ეძახის რუსს, ის არც პრეზიდენტია და არც ქართველია. ეთნიკური კუთვნილება არ ნიშნავს ქართველობას“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ზურაბიშვილი არის ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში, რომელიც იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ამ ქვეყანაში აგენტურის დასმის მცდელობა ჰქვია.

“ქართველი შეიძლება ათასჯერ მეტი ქართველი იყოს ეთნიკურად არაქართველი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უყვარს თავის სამშობლო და ქართველ პოლიციელს რუსს არ კადრებს. ეროვნული საქმის გამკეთებელს რუსს არ ეძახის, მაგრამ ეს ადამიანი ჩართულია კამპანიაში – ყველაფერი ეროვნული არის რუსული, ყველაფერი ქართული არის რუსული და ამის ავტორს სხვანაირად ვერ დავახასიათებ. ის არის ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში, რომელიც მოდი ესეც ვაღიაროთ, ჩვენი ხელით არის არჩეული, ჩვენი ხვეწნით არის არჩეული, ალბათ ერთი ადამიანი არ მისცემდა საქართველოში ხმას თავის დაქალების გარდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ჩვენი გუნდის ლიდერების ბილბორდები თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში და პლაკატებზე. შესაბამისად ამისა, ეს არის გადამგდები ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერი, სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულ ადამიანზე, რომელიც იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ყველაფერი ქართულის და ეროვნულის გარუსების კამპანია ჰქვია და ამ ქვეყანაში აგენტურის დასმის მცდელობა ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები