spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – საქართველოს ეროვნული ინტერესისთვის გვჭირდება ჩვენ ევროპა და ევროპული უსაფრთხოება

ჩვენი ქართული საზოგადოება და მისი სიყვარული საკუთარი ქვეყნის, ეროვნულობის, სუვერენიტეტის, თავისი წარსულის, აწმყოს და მომავლის პატივისცემა გვაძლევს იმ ძალას, რომ ვბედავთ და ჩვენს მეგობრებს ველაპარაკებით თანაბარ პოზიციაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული თამამი ნაბიჯები, საზოგადოების მხარდაჭერით და იმ სიმართლით არის განპირობებული, რაც ეროვნული ინტერესების გატარებას ემსახურება.

 

“სამეგრელოში რომ შემოვიარეთ ამ დღეებში ყველა რაიონი, მოვიდა არაერთი მოქალაქე, რომელიც რას გვეუბნებოდა იცით? რომ ამაყები ვართ, როცა პრემიერ-მინისტრი იმ სიმართლეს, რასაც ფიქრობს, ეუბნება უმაღლეს წარმომადგენელს, თქვენს ევროპელ კოლეგას – დიახ, ეს ასეა და ასე იქნება ყოველთვის. ამისთვის ვიბრძვით და ამისთვის გადადო თავი ხელისუფლებაშიც და ხალხშიც ყველამ: ქართველი ხალხი კარგად იაზრებს, რომ არა მათი მხარდაჭერა, ჩვენ ასე თამამები ამ გადაწყვეტილებებში ვერ ვიქნებოდით. ორი რაღაც ასაზრდოებს ამ სითამამეს: ეს არის სიმართლე და ხალხის მხარდაჭერა და ეს ყველაფერი თავის მხრივ, დაფუძნებულია ეროვნულ ინტერესებზე და მათ პრიორიტეტულობაზე. ეროვნული ინტერესია მთავარი. დიახ, ჩემი, ჩვენი, საქართველოს ეროვნული ინტერესისთვის გვჭირდება ჩვენ  ევროპა და ევროპული უსაფრთხოება. თუ ვინმეს უნდა ისე წარმოაჩინოს, რომ ევროპა სხვა რამ არის და ჩვენ რომ აქ ვლაპარაკობთ ეროვნულობაზე, ტრადიციებზე, ქრისტიანობაზე, ამაზე დაფუძნებულ ჩვენს ღირსეულ მომავალზე და ღირსებაზე ზოგადად, ეს სხვა რამეა – ეს ასე არ არის. ვიღაც ამას სიბნელედ მოიხსენიებს, ვიღაცა რუსულად და ა.შ. ვერასდროს გახდება ქართული, ეროვნული ინტერესის გატარება რუსული. როგორც ყველა სხვა ტყუილი, “ფეიკ” კამპანია, ისე ჩაფლავდება მათი ეს კამპანიაც, იმიტომ რომ მათ უნდათ გაარუსონ ყველაფერი, რაც ქართულია – თუკი შენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ამაყად საუბრობ რაღაცაზე, ეს რუსულია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაიაზრონ, რომ ევროპის სახე საქართველოში ვერასდროს იქნება ის ძალა, რომლის მმართველობაც წამებაზე და შიშზე იყო დაფუძნებული.

 

“მთავარი პრობლემა იცით რა არის? ჩვენმა მეგობრებმა, ევროპელმა პარტნიორებმა ახლა რასაც ვიტყვი, ეს ძალიან კარგად უნდა გაიაზრონ: საქართველოში ვერ იქნება მათი მთავარი წარმომადგენელი ვერასდროს ის ხალხი, რომლებსაც თავიანთი მმართველობა დაფუძნებული ჰქონდათ სადიზმზე, წამებაზე, გადასკოჩილი მამაკაცების გაუპატიურებაზე. ამაზე იდგნენ – ტელევიზიების დარბევაზე, თავისუფალი სიტყვის მოკვლაზე, ბიზნესის რეკეტზე, შიშზე. ვერასდროს ვერ მოხდება ის, რომ ეს ხალხი იყოს ევროპის მთავარი სახე ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები