spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა მდინარაძე – საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან და ტესტავენ იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს

საზოგადოების რეაქციას და საზოგადოებას აკვირდებიან, ტესტავენ იარაღთან დაკავშირებულ მესიჯებს. ეს იკადრა პირველმა, როგორც ყინულმჭრელმა მავნებლობაში და აგენტობაში, გიორგი ვაშაძემ  და ალბათ, სხვებიც იკადრებენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იცინოდნენ, დღეს თავად ალაპარაკდნენ იარაღზე.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რადიკალებს აქვთ დავალება, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას.

 

“გუშინ და გუშინწინ სუს-ის ინფორმაციაზე ღლიცინებდნენ და დღეს იარაღზე ალაპარაკდნენ – რაღაზე ვლაპარაკობთ? ეს არის მათი ბოლო გეგმა, რომლის განხორციელებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ვინმეს სჯერა, რომ ან ფარცხალაძის თემა აინტერესებთ, ან იჯერებენ ან არ იჯერებენ, ან კანდიდატის სტატუსის მიღება უნდათ? – არაფერი გარდა იმისა არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა ააყირაონ, დავალება შეასრულონ, რომ პირდაპირ მეორე ფრონტად “თავით დავერჭოთ” ომში. ეს დავალება აქვთ შესასრულებელი, ამ დავალებისთვის ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ამ დავალებისთვის იყო არაერთი ადამიანი ამ ქვეყანაში დაკავებული”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები