“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის დავით კირთაძის მიერ შავი სითხის შესხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც მდინარაძე აცხადებს, შავი ლაქა აგენტურული ოპოზიციის სიმბოლოა, რომლის დაბრენდვა მკლავზე დამაგრებით დაიწყეს, საბოლოოდ კი, ვიზუალურადაც დაბრენდეს.
“შავი ლაქა!
ეს არის აგენტურული ოპოზიციის სიმბოლო!
საბოლოოდ, ვიზუალურადაც დაიბრენდეს!
მკლავზე დამაგრებით დაიწყეს…” – წერს მამუკა მდინარაძე.